შავშვების საჯარო სკოლაში , პროექტის ფარგლებში განხორციელდა
სკოლაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია. სკოლის
ეზოში არსებული სკვერი საჭიროებდა განახლებას, სკამებს პრაქტიკულად მოშორებული ქონდა
საღებავი.
პროექტის ფარგლებში
მოხდა სკამების შეკეთება და შეღებვა. ასევე დეკორატიულად გაფორმდა და შეიღება საბურავები
რომლებიც გადასაგდებად იყო გამიზნული. აღნიშნული საბურავები სკოლის სკვერს დეკორატიულ
ელფერს მისცემს, სადაც დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სახის ყვავილების დარგვა.ამით სულ
მიცირე წვლილი შევიტანეთ ჩვენ გარემოს დაცვაში.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებდა სკოლის
მოსწავლეები (გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის კლუბის წევრი მოსწავლეები).მოხალისეები
და დირექცია.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ინფრასტრუქტურასთან
და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების დონის ამაღლებას.