Saturday, October 19, 2013

იდეების გენერირება

   16 ოქტომბერს სოფელ შავშვების საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბის შეხვედრაზე მოხდა იდეების გენერირება.
    კლუბის წვრებმა გაიხსენეს წინა შეხვედრა კითხვებით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ბავშვის თანამონაწილეობაზე, დისკუსიის სახით.საკუთარი მოსაზრებები მკაფიოდ გამოხატეს.
    შემდეგ მოსწავლეებს დაურიგდათ ფერადი ფურცლები,რომელზედაც დაწერეს ის პრობლემები რომელიც მათ ირგვლივ არის.იდეების მისაღებად გამოყენებული იქნა „ დახუჭე თვალი და წარმოიდგინე“ მეთოდი.იდეების მიღება მოხდა ინდივიდუალურად.თითოეული იდეა გაიკრა „იდეების ხალიჩაზე“.კლუბში  მოხდა ყველა პრობლემის განხილვა კლუბის წევრების მიერ და გამართეს დისკუსია მათთზე.“იდეების ხალიჩიდან“ მოხდა პრობლემების გაცხრილვა და მსგავსებების გაერთიანება.


 დღის შეჯამება მოხდა რეზიუმე ბურთის სროლით.
   მუშაობის პროცესში ჩატარდა გამახალისებელი ენერჯაიზერები („დალაგება დაბადების თვეების მიხედვით“, „ზურგზე ხატვა“).
             


    

Wednesday, October 16, 2013

   

  7 ოქტომბერს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში ჩატარდა გარემოს დაცვის კლუბში პირველი შეხვედრა.(პროექტს ახორციელებს საქვოლმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი )შეხვედრის მიზანი იყო კლუბის წევრების გაცნობა,გუნდის შეკვრა,მოსწავლეები გაეცნენ სასკოლო გარემოს დაცვის კლუბის მიზანსა და ამოცანებს.

    პირველ ეტაპზე მოსწვლეები გაეცნენ  ერთმანეთს, საკუთარი თვისებების  წარმოდგენით.
     მოსწავლეებმა კლუბთან დაკავშირებული მოლოდინები წარმოადგინეს მოლოდინების ხის სახით.
                       



      შემდეგ ეტაპზე მოხდა გუნდის შეკვრა. თუ რა იყო მათთვის გუნდი და კლუბური მუშაობა.წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები.შეიმუშავეს ჯგუფში მოქცევის წესები „გვირილა სახელმწიფოს“ მეშვეობით. შეთანხმდნენ  კლუბის სახელზე „მწვანე დედამიწა“.
                          
 
   გამოიყენეს ჯგუფის შეკვრის არავერბალური კომუნიკაციით,თამაშით „ფერადი სტიკერები შუბლზე“ და „ააგე ქაღალდის კოშკი“. ბოლოს მოხდა ამ თამაშების განხილვა თუ რა პრობლემებს წააწყდნენ ჯგუფური მუშაობის დროს.
                                          
    

  





 შეხვედრის დასრულება მოხდა „ბურთით შთაბეჭდილებებით“.კლუბის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები კლუბის პირველი შეხვედრის შესახებ.