Friday, June 6, 2014



  28 მაისს საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „ აფხაზეთის“ ოფისში მოეწყო გარემოს დაცვის კლუბების (თითო კლუბიდან 2 წარმომადგენელი) შეხვედრა ქალბატონ ეთო ჯინჭარაულთან, რომელი ეკო კლუბებს ხელმძღვანელობს. შეხვედრა მოეწყო  skype-ის მეშვეობით . ქალბატონმა ეთომ  მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და საინტერესო  ინფორმაციები მიაწოდა 3R –ს პრინციპის შესახებ, კერძოდ კომპოსტირების შესახებ.

  მოსწავლეებმა გაიგეს, თუ როგორ შეიძლება დამზადდეს ორგანული ნარჩენებისგან კომპოსტი სახლის პირობებში  .მოსწავლეები სახლში ახალ–ახალი იდეებით დაბრუნდნენ. ყველამ გამოთქვა  საკუთარ სახლში მსგავსი საკომპოსტის  გაკეთების სურვილი.