Saturday, November 7, 2015

         შავშვების საჯარო სკოლაში , პროექტის ფარგლებში განხორციელდა სკოლაში  არსებული სკვერის რეაბილიტაცია. სკოლის ეზოში არსებული სკვერი საჭიროებდა განახლებას, სკამებს პრაქტიკულად მოშორებული ქონდა საღებავი.
 პროექტის ფარგლებში მოხდა სკამების შეკეთება და შეღებვა. ასევე დეკორატიულად გაფორმდა და შეიღება საბურავები რომლებიც გადასაგდებად იყო გამიზნული. აღნიშნული საბურავები სკოლის სკვერს დეკორატიულ ელფერს მისცემს, სადაც დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სახის ყვავილების დარგვა.ამით სულ მიცირე წვლილი შევიტანეთ ჩვენ გარემოს დაცვაში.
   პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებდა სკოლის მოსწავლეები (გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის კლუბის წევრი მოსწავლეები).მოხალისეები და დირექცია.
  პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ინფრასტრუქტურასთან და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების დონის ამაღლებას.

     დიდი მადლობა საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთს“ პროექტის მხარდაჭერისთვის.












Wednesday, March 25, 2015

ტყის დღე შავშვების საჯარო სკოლაში

  "მწვანე მომავლის" კლუბის წევრებმა ტყის დღე აღნიშნეს, სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები (ვერხბის ნერგები). კლუბის წევრმა ლალი ძებისაურმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე "საქართველოს ტყეები და ტყის რესურსები" მსმენელებს დაურიგდათ საიმფორმაციო ბუკლეტები საქართველოს ტყეების შესახებ, ფოთლების სახით რომელიც განხილული იქნა აუდიტორიასთან,შემდეგ ბუკლეტები პირობითად ხეზე მიაკრეს.



                                                     

 

," მეზობელი თემის მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებში"

  შავშვების საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბის "მწვანე მომავლის" წევრები იმყოფებოდნენ მეზობელ თემში, სოფელ ხურვალეთში, კლუბის წევრებმა განიხილეს გარემოს დაცვის სხვადასხვა საკითხები კერძოდ, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. ისაუბრეს 3R პრინციპზე და  წარმოადგინეს საკუთარი ხელით, პლასმასის ბოთლებისგან დამზადებული სუვენირები  და საკალმეები. თემის მოქალაქეებს დაურიგდათ საიმფორმაციო ბუკლეტები  შხამქიმიკატების მოხმარებასთან დაკავშირებით.  ამ აქტივობით კლუბმა დაასრულა საგრანტო პროექტი  " ადგილობრივი და მეზობელი თემის მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებში"  
 მადლობა   საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ –ს ასეთი პროექტისთვის, რომელსაც UNICEF-თან პარტნიორობითა და USAID საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.





Saturday, January 31, 2015

პროექტი: ადგილობრივი და მეზობელი თემის მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებში

    გარემოს დაცვის კლუბის "მწვანე მომავლ"–ის  წევრები 2 თვის მანძილზე მუშაობდნენ  პროექტზე  " ადგილობრივი და მეზობელი თემის მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებში" . ამ ხინს მანძილზე კლუბის წევრენი მუშაობდნენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამზადებული იქნა ნაგვის ურნაზე დასაკრავი საიმფორმაციო სტიკერები, შხამქიმიკატების მოხმარების წესების შესახებ ფლაერები, გადაიღეს და დაამუშავეს ვიდეო რგოლი "ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე მომავალზე" და მაისურები თემაზე "ნუ დატოვებ ნარჩენებს იზრუნე გარემოზე".  ხოლო 28 იანვარს კლუბის წევრებმა აჩვენეს აღნიშნული 2 წუთიანი ვიდეო რგოლი  "ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე მომავალზე". პრეზენტაცია გააკეთეს თუ რა დრო ჭირდება ნარჩენების სრულად დაშლას. მოსახლეობას გააცნეს ასევე 3R პრინციპი. დამსწრე საზოგადოებასა და თემში დარიგებული იქნა ფლაერები. პრეზენტაციის შემდეგ კლუბის წევრებმა ნაგვის ურნებზე დააკრეს აღნიშნული სტიკერები და დაარიგეს საიმფორმაციო ფლაერები. 










         პროექტი კვლავ გრძელდება კლუბის წევრები აგრძელებენ მეზობელ თემში აღნიშნულ საკითხების განხილვას და აქტივობების ჩატარებას. დიდი მადლობა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთს" პროექტის განხორციელებისთვის