Saturday, January 31, 2015

პროექტი: ადგილობრივი და მეზობელი თემის მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებში

    გარემოს დაცვის კლუბის "მწვანე მომავლ"–ის  წევრები 2 თვის მანძილზე მუშაობდნენ  პროექტზე  " ადგილობრივი და მეზობელი თემის მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხებში" . ამ ხინს მანძილზე კლუბის წევრენი მუშაობდნენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დამზადებული იქნა ნაგვის ურნაზე დასაკრავი საიმფორმაციო სტიკერები, შხამქიმიკატების მოხმარების წესების შესახებ ფლაერები, გადაიღეს და დაამუშავეს ვიდეო რგოლი "ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე მომავალზე" და მაისურები თემაზე "ნუ დატოვებ ნარჩენებს იზრუნე გარემოზე".  ხოლო 28 იანვარს კლუბის წევრებმა აჩვენეს აღნიშნული 2 წუთიანი ვიდეო რგოლი  "ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე მომავალზე". პრეზენტაცია გააკეთეს თუ რა დრო ჭირდება ნარჩენების სრულად დაშლას. მოსახლეობას გააცნეს ასევე 3R პრინციპი. დამსწრე საზოგადოებასა და თემში დარიგებული იქნა ფლაერები. პრეზენტაციის შემდეგ კლუბის წევრებმა ნაგვის ურნებზე დააკრეს აღნიშნული სტიკერები და დაარიგეს საიმფორმაციო ფლაერები. 










         პროექტი კვლავ გრძელდება კლუბის წევრები აგრძელებენ მეზობელ თემში აღნიშნულ საკითხების განხილვას და აქტივობების ჩატარებას. დიდი მადლობა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთს" პროექტის განხორციელებისთვის