კლუბში განხილული იქნა ბუნებრივი კატასტროფები. კლუბ "მწვანე მომავლის " წევრებმა ისაუბრეს ბუნებრივ კატასტროფებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. ნაჩვენები იქნა ვიდეო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.კლუბის წევრებმა ნახატების სახით წარმოადგინეს ჩამოთვლილი კატასტროფები. დასახელებული იქნა საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი კატასტროფები.
Thursday, December 4, 2014
Tuesday, November 11, 2014
კომფერენცია "საქართველოს ტყეები და ტყის რესურსები"
"მწვანე მომავლ" –ის კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს კომფერენციაზე თემაზე "საქართველოს ტყეები და ტყის რესურსები ატენის ტყის მაგალითზე" თემა დაამუშავეს ლალი ძებისაურმა და ნათია წკრიალაშვილმა. კლუბის დანარჩენი წევრები ატიურად მონაწილეობდნენ მასალების შეგროვებაში. თემა წარადგინა ლალი ძებისაურმა. პროექტში მონაწილე 8 სკოლის ყველა მონაწილემ საინტერესო პრეზენტაციები შემოგვთავაზეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. კომფერენციაში ყველა მონაწილეს გადაეცა ბაკურ სულაკაურის წიგნის მაღაზიის 10 ლარიანი ვაუჩერი. დიდი მადლობა საქველმოქმედო ცენტრ "აფხაზეთს" ასეთი პროექტის განხორციელებისათვის.
ატენის ტყე.
"მწვანე მომავალი"
კლუბის წევრებმა ისაუბრეს, იმაზე ,თუ რას მოელოდნენ გარემოს დაცვის კლუბიდან და სამომავლო გეგმებიც დასახეს.
Friday, June 6, 2014
28 მაისს საქველმოქმედო
ჰუმანიტარულ ცენტრ „ აფხაზეთის“ ოფისში მოეწყო გარემოს დაცვის კლუბების (თითო კლუბიდან
2 წარმომადგენელი) შეხვედრა ქალბატონ ეთო ჯინჭარაულთან, რომელი ეკო კლუბებს ხელმძღვანელობს.
შეხვედრა მოეწყო skype-ის მეშვეობით . ქალბატონმა
ეთომ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
და საინტერესო ინფორმაციები მიაწოდა 3R –ს
პრინციპის შესახებ, კერძოდ კომპოსტირების შესახებ.
მოსწავლეებმა
გაიგეს, თუ როგორ შეიძლება დამზადდეს ორგანული ნარჩენებისგან კომპოსტი სახლის პირობებში .მოსწავლეები სახლში ახალ–ახალი იდეებით დაბრუნდნენ.
ყველამ გამოთქვა საკუთარ სახლში მსგავსი საკომპოსტის გაკეთების სურვილი.
Tuesday, May 20, 2014
ნარჩენების მართვასთან
და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით მოასწვლეებმა ჩაატარეს ცდა. 28 აპრილს
2 ერთჯერად ჭიქაში მოათავსეს ფხვიერი მიწა პირველ ჭიქაში ჩაფლეს პირდაპირ ვაშლის ნარჩენი
ხოლო მეორეში პოლიეთილენის ცელოფანში გავეული ვაშლის ნარჩენი. 2 კვირის მანძილზე წყლით
ნამავდნენ. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა რომ
პოლიეთილენის პარკი ხელს უშლის ნიადაგში ნარჩენების გახრწნას. მოსწავლეებმა დაასკვნეს
რომ ნარჩენების პოლიეთილენის პარკში ჩაყრა და მიწაში დამარხვა არასწორია.
უმჯობესია ნარჩენები მოვათავსოთ ნაგვის ურნაში და არ შევფუთოთ პოლიეთილენის პარკში!
ვიქტორინა "ბუნენრივი კატასტროფები"
19 მაისს ხიდისთავის,
ზერტის, მეჯვრისხევის და შავშვების საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბის მოსწავლეები
ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ ზერტში გამართულ ვიქტორინაზე. ვიქტორინა ეხებოდა ბუნებრივ
კატასტროფებს. მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი
შედეგი აჩვენეს. 4 გუნდად გაიყვნენ ყველა ჯგუფში სხვადასხვა სკოლის კლუბის წევრები
მოხვდნენ,რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების ურთიერთ გაცნობას. სხვადასხვა სკოლის კლუბის
წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს და დამეგობრდნენ.
Monday, March 31, 2014
კლიმატის გლობალური ცვლილება
მორიგ შეხვედრაზე
კლუბში განვიხილეთ საკითხი„კლიმატის გლობალური ცვლილება“. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი
მოსაზრებები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. განვიხილეთ კლიმატის ცვლილებების გამომწვევი
მიზეზები და მისი კატასტროფული შედეგები. დავალების შესრულებისას
განვიხილეთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტი (ტემპერატურის
მატება, ზღვის დონის აწევა, გაუდაბნოების პროცესის გაძლიერება). მოსწავლეებმა
გაანალიზეს ის, თუ რა წვლილი მიუძღვის ადამიანს
კლიმატის გლობალურ ცვლილებაში.
გამოთქვეს მოსაზრებები,თუ რისი გაკეთება შეუძლია
ადამიანს გლობალური დათბობის შესაჩერებლად.
დარგე შენი მომავალი
28 მარტს გორის მუნიციპალიტეტისა და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ინიციატივით კარალეთი–ძევერისა და ხურვალეთის ტერიტორიაზე 800–მდე ნერგი დაირგო.
აქციაში დემოკრატიის
სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც იღებდნენ მონაწილეობას
მათშორის შავშვების საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბი (პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო
ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“).კლუბის
წევრები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ნერგების
დარგვის ღონისძიებაში.
ღონისძიება გახორციელდა
პროექტის „მწვანე კედელი“ ფარგლებში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის(NIMD)და
ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის(EPD) ფინანსური ხელშეწყობით.
ესე ვემზადებოდით, მეგობრებიც დავიხმარეთ:) |
Tuesday, March 25, 2014
"ნარჩენები და ნაგავი"
მორიგ შეხვედრაზე კლუბში განიხილა საკითხი „განსხვავება
ნარჩენსა და ნაგავს შორის“.
მოსწავლეები გავიდნენ სკოლის ეზოში და სულ რაღაც 5 წუთში
მოაგროვეს ნარჩენები. მოიტანეს კლუბში და დაახარისხეს (ნარჩენები | ნაგავი). დახარისხებამდე
მოსწავლეებს ხელმძღვანელმა განუმარტა თუ რას წარმოადგენდა ნაგავი და ნარჩენი, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან.
შემდეგ ნაჩვენები
იქნა გარემოს დაცვის სამინისტროს ვიდეო რგოლი ნარჩენების დაშლის დროის შესახებ. "გადააგდე მავნე ჩვევა იზრუნე გარემოზე" მეცადინეობაზე
განიხილა ვიდეო. ასევე განიხილეს სხვა ნარჩენების დაშლის დრო.
კლუბში გროვდება მაკულატურა, მოსწავლეები აღებული თანხით სკოლის ეზოს გამწვანებას გეგმავს.
სუფთა და დაბინძურებული გარემო
მორიგ შეხვედრაზე კლუბში განხილული იქნა საკითხი „სუფთა
და დაბინძურებული გარეო“. მოსწავლეებმა განასხვავეს სუფთა და დაბინძურებული გარემო ერთმანეთისგან.
კლუბის წევრებმა წარმოადგინეს სლაიდის სახით სუფთა და დაბინძურებული გარემოს ამსახველი
სურათები. სიტყვიერად გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება გარემოს მიმართ. შეიმუშავეს
გარემოში ქცევის ელემენტარული წესები.
მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი გარემოს დაცვის შესახებ
, თუ რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას კაცობრიობისათვის.
Tuesday, March 11, 2014
გარემოზე ადამიანის ზემოქმედება
მორიგ შეხვედრაზე
კლუბში განხილული იქნა საკითხი „გარემოზე ადამიანის ზემოქმედება და მისი შედეგები“. კლუბის
წევრებმა ჩამოთვალეს თუ რამ შეიძლება დააბინძუროს გარემო. დაყვეს ცალ–ცალკე ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დამაბინძურებლები.
შეხვედრაზე გამოიკვეთა საკითხი ტყის ჭრა და მისი გამომწვევი
მიზეზები.
შეხვედრაზე
ნაჩვენები იქნა მაიკლ ჯექსონის ცნობილი კლიპი "Earth Song" .
კლუბის წვრებმა განიხილეს
კლიპი დაწვრილებით და ისაუბრეს თუ
როგორ მოქმედებს ომი და ადამიანი გარემოზე.
გამოკვეთეს ის თუ როგორი შედეგი შეძლება მივიღოთ ასეთი მოქმედებების შედეგად. ასევე წამოაყენეს აზრი, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია შეცვალოს გარემო და
სამყარო უკეთესობისკენ.
შეხვედრაზე
ჩატარდა ასევე გამამხნევებელი ენერჯაიზერები.
როგორ ცეკვავდა ჯექსო |
როგორ გაივლის პრინცესა დაიანა |
Subscribe to:
Posts (Atom)