მორიგ შეხვედრაზე კლუბში განიხილა საკითხი „განსხვავება
ნარჩენსა და ნაგავს შორის“.
მოსწავლეები გავიდნენ სკოლის ეზოში და სულ რაღაც 5 წუთში
მოაგროვეს ნარჩენები. მოიტანეს კლუბში და დაახარისხეს (ნარჩენები | ნაგავი). დახარისხებამდე
მოსწავლეებს ხელმძღვანელმა განუმარტა თუ რას წარმოადგენდა ნაგავი და ნარჩენი, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან.
შემდეგ ნაჩვენები
იქნა გარემოს დაცვის სამინისტროს ვიდეო რგოლი ნარჩენების დაშლის დროის შესახებ. "გადააგდე მავნე ჩვევა იზრუნე გარემოზე" მეცადინეობაზე
განიხილა ვიდეო. ასევე განიხილეს სხვა ნარჩენების დაშლის დრო.
კლუბში გროვდება მაკულატურა, მოსწავლეები აღებული თანხით სკოლის ეზოს გამწვანებას გეგმავს.
No comments:
Post a Comment