მორიგ შეხვედრაზე
კლუბში განვიხილეთ საკითხი„კლიმატის გლობალური ცვლილება“. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი
მოსაზრებები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. განვიხილეთ კლიმატის ცვლილებების გამომწვევი
მიზეზები და მისი კატასტროფული შედეგები. დავალების შესრულებისას
განვიხილეთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტი (ტემპერატურის
მატება, ზღვის დონის აწევა, გაუდაბნოების პროცესის გაძლიერება). მოსწავლეებმა
გაანალიზეს ის, თუ რა წვლილი მიუძღვის ადამიანს
კლიმატის გლობალურ ცვლილებაში.
გამოთქვეს მოსაზრებები,თუ რისი გაკეთება შეუძლია
ადამიანს გლობალური დათბობის შესაჩერებლად.
No comments:
Post a Comment