Monday, March 31, 2014

კლიმატის გლობალური ცვლილება


   მორიგ შეხვედრაზე კლუბში განვიხილეთ საკითხი„კლიმატის გლობალური ცვლილება“. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. განვიხილეთ კლიმატის ცვლილებების გამომწვევი მიზეზები და მისი კატასტროფული შედეგები. დავალების შესრულებისას განვიხილეთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტი (ტემპერატურის მატება, ზღვის დონის აწევა, გაუდაბნოების პროცესის გაძლიერება). მოსწავლეებმა გაანალიზეს  ის, თუ რა წვლილი მიუძღვის ადამიანს კლიმატის გლობალურ ცვლილებაში.

  გამოთქვეს მოსაზრებები,თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს გლობალური დათბობის შესაჩერებლად. 









დარგე შენი მომავალი



         28 მარტს გორის მუნიციპალიტეტისა და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ინიციატივით კარალეთი–ძევერისა და ხურვალეთის ტერიტორიაზე 800–მდე ნერგი დაირგო.
   აქციაში დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც იღებდნენ მონაწილეობას მათშორის შავშვების საჯარო სკოლის გარემოს დაცვის კლუბი (პროექტს ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“).კლუბის წევრები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ნერგების დარგვის ღონისძიებაში.
   ღონისძიება გახორციელდა პროექტის „მწვანე კედელი“ ფარგლებში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის(NIMD)და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის(EPD) ფინანსური ხელშეწყობით.



ესე ვემზადებოდით, მეგობრებიც დავიხმარეთ:)



Tuesday, March 25, 2014

"ნარჩენები და ნაგავი"

     მორიგ შეხვედრაზე კლუბში განიხილა საკითხი „განსხვავება ნარჩენსა და ნაგავს შორის“.
მოსწავლეები გავიდნენ სკოლის ეზოში და სულ რაღაც 5 წუთში მოაგროვეს ნარჩენები. მოიტანეს კლუბში და დაახარისხეს (ნარჩენები | ნაგავი). დახარისხებამდე მოსწავლეებს ხელმძღვანელმა განუმარტა თუ რას წარმოადგენდა ნაგავი და  ნარჩენი, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან.
  შემდეგ ნაჩვენები იქნა გარემოს დაცვის სამინისტროს ვიდეო რგოლი ნარჩენების დაშლის დროის შესახებ. "გადააგდე მავნე ჩვევა იზრუნე გარემოზე" მეცადინეობაზე განიხილა ვიდეო. ასევე განიხილეს სხვა ნარჩენების დაშლის დრო.
   კლუბში გროვდება მაკულატურა, მოსწავლეები აღებული თანხით სკოლის ეზოს გამწვანებას გეგმავს.



    


          


სუფთა და დაბინძურებული გარემო

    მორიგ შეხვედრაზე კლუბში განხილული იქნა საკითხი „სუფთა და დაბინძურებული გარეო“. მოსწავლეებმა განასხვავეს სუფთა და დაბინძურებული გარემო ერთმანეთისგან. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს სლაიდის სახით სუფთა და დაბინძურებული გარემოს ამსახველი სურათები. სიტყვიერად გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება გარემოს მიმართ. შეიმუშავეს გარემოში ქცევის ელემენტარული წესები.

მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი გარემოს დაცვის შესახებ , თუ რა მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას  კაცობრიობისათვის.



          
"გაქცეული პატიმრები"

Tuesday, March 11, 2014

გარემოზე ადამიანის ზემოქმედება


   
    მორიგ შეხვედრაზე კლუბში განხილული იქნა საკითხი „გარემოზე ადამიანის ზემოქმედება და მისი შედეგები“. კლუბის წევრებმა ჩამოთვალეს თუ რამ შეიძლება დააბინძუროს გარემო. დაყვეს ცალ–ცალკე ჰაერის,  წყლისა და ნიადაგის დამაბინძურებლები.
შეხვედრაზე გამოიკვეთა საკითხი ტყის ჭრა და მისი გამომწვევი მიზეზები.
   შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა მაიკლ ჯექსონის ცნობილი კლიპი  "Earth Song"   .
   კლუბის წვრებმა განიხილეს კლიპი დაწვრილებით და ისაუბრეს  თუ როგორ  მოქმედებს ომი და ადამიანი გარემოზე. გამოკვეთეს ის თუ როგორი შედეგი შეძლება მივიღოთ ასეთი მოქმედებების შედეგად.  ასევე წამოაყენეს აზრი,  რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია შეცვალოს გარემო და სამყარო უკეთესობისკენ.

   შეხვედრაზე ჩატარდა ასევე გამამხნევებელი ენერჯაიზერები. 


 

 
როგორ ცეკვავდა ჯექსო
როგორ გაივლის პრინცესა დაიანა